„ციფრული სკოლა - საქართველო“ პროექტის ფარგლებში 31
მარტს ქალაქ თბილისის N155 სკოლაში ჩატარდა რიგით მესამე შეხვედრა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა გამოკვეთა პრობლემა, შეარჩია პროექტის თემა, დასახა მიზანი, დაგეგმა მოსწავლეთა ჩართულობა/მონაწილეობა
ამ პროცესში, გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით გაფილტრა გუნდში არსებული იდეები
და საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა პროექტის მზადების, შესრულებისა და შედეგის მიღწევის
გზა.
воскресенье, 31 марта 2019 г.
среда, 27 марта 2019 г.
სკოლის ციფრული სტრატეგია
სასკოლო პრაქტიკაში ციფული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და ციფრული სტრატეგიის შექმნის მიზნით "ციფრული სკოლა - საქართველო" პროექტის ფარგლებში 27 მარტს სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლაში ჩატარდა მესამე შეხვედრა.
ციფრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ციფრული განვითარების თვითშეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებდა, რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ-ის მასწავლებლისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.
სკოლის სამუშაო გუნდი აქტიურად არის ჩართული პროექტის დაგეგვმასა და შემუშავებაში.
ციფრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ციფრული განვითარების თვითშეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებდა, რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ-ის მასწავლებლისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.
სკოლის სამუშაო გუნდი აქტიურად არის ჩართული პროექტის დაგეგვმასა და შემუშავებაში.
вторник, 12 марта 2019 г.
SELFIE გამოკითხვა
25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სკოლაში ჩატარდა SELFIE გამოკითხვა "რამდენად იყენებს სკოლა ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლებისთვის?"
სელფის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექცია - ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები.
სკოლის სელფის რეპორტი დაგვეხმარება ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემაში:
როგორ ცვლიან ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?
რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?
სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები?
სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში?
რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?
სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები?
სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში?
რას გეუბნებათ ეს ინდიკატორები?
четверг, 7 марта 2019 г.
პროექტი - ციფრული სკოლა
"ციფრული სკოლა - საქართველო" პროექტის ფარგლებში 24 თებერვალს ჩატარდა პირველი შეხვედრა. ეს პროექტი ინტეგრირებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით ინიცირებულ პროექტთან "ციფრული სკოლა - საქართველო".
ჩვენი სკოლა შერჩეულია საპილოტე სკოლებს შორის. ჩვენი სკოლის გუნდი 6 წევრისგან შედგება, რომლის მიზანია სასკოლო პრაქტიკაში ციფული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)